

დღეს, 23 თებერვალს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შვიდი სკოლა ჩაერთო.
გოგონებს შორის ერთმანეთს მოლითის, ზვარისა და ბორის სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. დამაჯერებელი გამარჯვება ბორის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მოიპოვა.
ვაჟებს შორის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიისა და ბორის საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ.
მაგიდის ჩოგბურთის რეგიონალური ტურის საგზური ბორის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გასული წლის 25 ნოემბრიდან დაიწყო.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,