

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის – „ჩვენი მკითხველი“ – ფარგლებში გამართული ინტელექტუალური ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ რეგიონალურ ტურში ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის მოსწავლეთა გუნდმა „შერლოკი“ მეორე ადგილი დაიკავა.
„შერლოკი“ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული და რეგიონალურ ტურში მონაწილეობის საგზური რაიონულ ტურში გამარჯვებით მოიპოვა.
ქუთაისში რეგიონული ტური 20 იანვარს გაიმართა და მასში იმერეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის გუნდი მონაწილეობდა.
იმერეთის რეგიონულ ტურში ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
ფოტოზე: „შერლოკი“ რაიონულ ტურზე.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა