

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საესტრადო სიმღერის წრის მოსწავლეებმა
ნინო რამიშვილმა და მარიამ მანჯავიძემ ესთეტიკური აღზრდის ცენტრის საესტრადო კონკურსში გაიმარჯეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ორივე მონაწილემ თავის ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
მოსწავლეთა წარმატებით გახარებულია მოსწავლეთა სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი და მუსიკის მასწავლებელი დარეჯან გვაძაბია.
მაია ბლუაშვილის ინფორმაციით, გოგონებმა კონკურსზე ორ-ორი სიმღერა შეასრულეს, – ნინო რამიშვილმა – გ. ცაბაძის „მთვარეო“ და რ. სებისკვერაძის „აღორძინდი საქართველო.“ მარიამ მანჯავიძე მსმენელის წინაშე ნ. გაბუნიას „საქართველო ჩვენია“ და ე. ჭელიძის „დავალ თბილისის ქუჩებში“ წარდგა.
ნინო და მარიამი აპრილში, კომპოზიტორტთა სახლში დაგეგმილ გოგი ცაბაძის საიუბილეო კონცერტზე მიიწვიეს.
ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ხარაგაულის მოსწავლეთა სახლთან არსებული ხალხური სიმღერების ანსამბლმა გაზაფხულზე გრან-პრი დაიმსახურა.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა