

დღეს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფებს „ბომბორასა“ და „ნერგებს“ შორის „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც აღსაზრდელები, ასევე აღსაზრდელთა მშობლები. თამაში ფრედ დასრულდა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, „მხიარული სტარტების“ შემდეგი ეტაპი გაიმართება ხვალ, 7 ივლისს, კიცხის ზონის საბავშვო ბაღებისათვის.
ხვალ ერთმანეთს შეეჯიბრებიან კიცხის, ვარძიისა და ხიდრის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. ხოლო პარასკევს, 8 ივლისს, ლეღვანისა და ვახანის საბავშვო ბაღების პატარები.
შეგახსენებთ, რომ ძირულას ხეობაში მოქმედ საბავშვო ბაღებს შორის „მხიარულ სტარტებში“ ხუნევის საბავშვო ბაღმა გაიმარჯვა.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა