

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფიგზე აღინიშნა, რომ საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება. გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების მუხლით არის ბრალდებული, რაც 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტმა“ 2015 წელს ბაღდათი-ზეგანი-საკრაულას გზის მშენებლობაზე გამარტივებული წესით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მიუხედავად ამისა, ირაკლი გეგეშიძემ კომპანიას მაინც გადაურიცხა თანხები, რის შედეგადაც, 227 ათას ლარზე მეტი გაფლანგა.
იმერეთის რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში ჩატარებული აუდიტების ანგარიშების განხილვისას ბაღდათის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მუნიციპალიტეტების აუდიტის სამსახურების „მიშვილება“ შესთავაზა (იხ, ვიდეო).
აუდიტის ანგარიშების განხილვა 8 აპრილს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების პროცესში გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
განხილვაში მონაწილეობდნენ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბუცხრიკიძე, უფროსის მოადგილე გიორგი მამრიკიშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, იმერეთის რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა