

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს თუთის ნერგები გადასცა.
ამ სამსახურის სპეციალისტის, ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 1000 ცალი თუთის ნერგი დარიგდა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით იწყება მეაბრეშუმეობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანია „ასკანელი ძმებისაგან“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ნერგები. ნერგები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად განაწილდა. აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება,“ – ამბობს ვაჟა მაჭავარიანი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო