

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის მუშაობის ანგარიშის განხილვას საკრებულო 7 მარტს, მორიგ სხდომაზე, აპირებდა.
გამგეობამ ამ ანგარიშის განხილვის გადადების თხოვნით საკრებულოს წერილობით მიმართა.
მიმართვაში ნათქვამია: „2016 წლის 7 მარტის სესიაზე დაგეგმილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ კობა ლურსმანაშვილის ანგარიშის მოსმენა. იმის გამო, რომ ამავე დღეს ჩანიშნულია შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, გთხოვთ ანგარიშის განხილვა გადაგვიტანოთ 9 მარტისათვის.“
საკრებულომ გამგეობის თხოვნა დააკმაყოფილა. გამგებლის მუშაობის ანგარიშს დეპუტატები 14 მარტს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.
გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ 7 მარტსაა დაგეგმილი მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელზე სასამართლო პროცესი, სადაც მოპასუხე მხარე გამგეობაა.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა