

განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა ავტორიზაციისთვის სავალდებულო გახდეს აღმზრდელთა სერტიფიცირება.
განათლების პროფკავშირი საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს ტრენინგებს სთავზობს.
ტრენინგებში მონაწილეობისთვის აუცილებელია პროფკავშირის წევრობა.
განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია ადგილზე მოიწვევს კომპეტენტურ ტრენერებს შემდეგი თემების განსახილველად:
– სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ადმინისტრირება და მართვა;
– ბაგა-ბაღის აღმზრდელთათვის – დღის დაგეგმვა, ბავშვთა ფსიქოლოგია და ინკლუზია, სკოლისთვის მზაობა;
– აღმზრდელთა ტესტირებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები;
– ტრენინგები მზარეულების, მათი თანაშემწეებისა და ექთნებისათვის.
ლალი სებისკვერაძის თქმით, ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა