

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებენ.
კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, იაპონიის საელჩოს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა სამინისტროს და სამხრეთ კორეის ექსიმბანკის წარმომადგენლები.
ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი (მთლიანი სიგრძე 53 კმ.), გეოლოგიური და ჰიდროლოგიური თვალსაზრისით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთს წარმოადგენს.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, უკვე ჩატარდა აღნიშნული მონაკვეთის კომპლექსური ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. შეხვედრის დროს განიხილეს გზის აღნიშნული მონაკვეთის შესწავლის შედეგად შერჩეული მიმართულება. ასევე, აღნიშნულ მშენებლობაასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური საკითხები.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა