

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ნოდარ ებანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლარმა მთავარი დარტყმა უკვე მიიღო და კურსი უახლოეს ხანში სტაბილურობისკენ უნდა წავიდეს.
„მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები. ჩვენ მთავარი დარტყმები გასულ პერიოდშიგავიარეთ. მილიარდ 200 მილიონიანი დანაკარგი იყო, რაც კურსზე აისახა. ვფიქრობ, რომეს გავლენა უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის და კურსი უახლოეს ხანში უნდა წავიდეს ისევსტაბილიზაციისკენ, რადგან არანაირი ფაქტორები აღარ არსებობს. იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც არსებობდა, გარკეული ნაბიჯები გადადგმულია. შეუძლებელია, საგარეო ფაქტორებს გავლენა არ მოეხდინა, თუმცა, მაინც ვხედავ, რომ მოლოდინებმა უარყოფითი როლი ითამაშა და ეს მოლოდინები უნდა გაქრეს. მთავრობა და ეროვნული ბანკი მუშაობს და ლარის კურსთან დაკავშირებული შოკი დაიძლევა“, – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა