

დღეს, 4 იანვარს, მთავრდება წინადადებების მიღება ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სატრანსპორტო საშუალებებისა და მძღოლის მომსახურების შესასყიდად.
ტენდერი 2015 წლის 28 დეკემბერს გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა დღეში 5-5 სვლაგეზი უნდა შეასრულოს ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან საავადმყოფოს მიმართულებით და უკან; 2-2 სვლაგეზი – ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან სოფელ თეთრაწყაროს მიმართულებით და უკან.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტენდერი გამოცხადებულია „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
მიმწოდებელმა ყოველდღიურად უნდა უზრუნველოს მგზავრების დროულად და უსაფრთხოდ გადაადგილება გამართულ მდგომარეობაში მყოფი სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით. მგზავრთა სავარძლების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 15 ადგილი და მძღოლს უნდა გააჩნდეს მართვის მოწმობის შესაბამისი (D) კატეგორია.
მომსახურეობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 9 000 ლარი დღგ-ს გარეშე.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა