

ევროპაში ცნობილი ბარიტონი, ხარაგაულელი მამუკა ლომიძე, იტალიის ქალაქ ლივორნოში, გოლდონის თეატრში მართავს სპექტაკლებს.
ამ თეატრში ორი წლის წინ მამუკა ლომიძეს მასკანის რეპერტუარის საუკეთესო შემსრულებლის პრემია მიანიჭეს, შარშან ოპერაში „ტოსკა“ სკარპიას როლი შეასრულა. წლევანდელ სეზონზე კი ამავე თეატრში ალფიოს როლის შესასრულებლად მიიწვიეს მასკანის ოპერაში „სოფლის ღირსება.“
„ლივორნო მასკანის მშობლიური ქალაქია და ტრადიციულად ყოველწლიურად დგამენ „სოფლის ღირსებას“, – გვიამბობს მამუკა ლომიძე, – ამიტომ ამ ოპერაში სიმღერა დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან კარგ დირიჟორთან ვმუშაობთ; რეჟისორიც შესანიშნავია, – ალესიო პიცეკ – ადრე, სლოვენიაში სკარპიას როლს რომ ვმღეროდი, მაშინ დამესწრო სპექტაკლებზე და დღემდე ვმეგობრობთ. თუმცა პირველად ვმუშაობ სპექტაკლში მასთან, როგორც რეჟისორთან. ძალიან ძლიერი რეჟისორია ალესიო პიცეკ. დიდებულია ამ სპექტაკლში მონაწილეობა.
11 დეკემბერს გაიმართება პრემიერა. კადრებს ჩამიწერენ და გამოგიგზავნით.
მომიკითხეთ ჩემი ხარაგაულელები…
ჰო, მართლა, სპექტაკლის პროგრამაში ჩაუწერიათ მოწვეული სოლისტების წარმომავლობა, – ზოგი ავსტრიელია და ჩაუწერეს – ავსტრია, ამერიკელს – ამერიკა, ფრანგს – საფრანგეთი და ა. შ. ჩემზე წერია… მამუკა ლომიძე (ხარაგაული). ერთ-ერთი მთავარი როლის, სანტუცას, შემსრულებელი, – ავსტრიელი მომღერალი ივონ მანფრედა, – ქართველის მეუღლეა და მან აღმოაჩინა…
ლაურა გოგოლაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა