

საქართველოში გავრცელებული შეხედულებითა და პრაქტიკით, მშობლების ქონება მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის. ამ სტერეოტიპს ბიჭებსაც და გოგონებსაც ადრეული ასაკიდანვე აჩვევენ.
საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ.
გახსოვდეთ: საკუთრების თანაბარი უფლება კანონითაა დაცული!
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა