

ხარაგაული იმ 12 მუნიციპალიტეტს შორისაა, რომლისთვისაც „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში“ სპეციალური ცვლილებები შევიდა.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის შემთხვევაში პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 აშშ დოლარს;
სპეციალური პირობებით, მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტისთვის, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი პრინციპით:
ა) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ით, მაგრამ არაუმეტეს 350 000 აშშ დოლარისა;
ბ) შეღავათიანი საბანკო კრედიტი/ლიზინგი განისაზღვრება არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარისა;
გ) ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%-ით.
სპეციალური პირობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაშვებია ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი საწარმოების თანადაფინანსება სპეციალური პირობების შესაბამისად.
ეს პირობები, ხარაგაულის გარდა, გავრცელდება თიანეთის, ყაზბეგის, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, შუახევის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.
დაინტერესებული პირები დამატებით ინფორმაციას გაეცნობიან ვებგვერდზე: http://apma.ge/projects/read/grant
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი