

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორჯერ ჩაშლილი სხდომა დღეს მესამედ ჩაიშალა ქვორუმის არარსებობის გამო.
საკრებულოს 35 წევრიდან დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა თერთმეტი დეპუტატი: ინგა მაღრაძე, უჩა ბერაძე, მიხეილ გელაშვილი, მერაბ ღონღაძე, იური ლურსმანაშვილი, ომარი გაგოშიძე, გელა გოლუბიანი, თორნიკე ავალიშვილი, ქეთინო ზუმბაძე, აკაკი მაჭავარიანი და ვლადიმერ ბუაჩიძე.
„იმედი მაქვს, რომ საკრებულოს წევრები გამოიჩენენ გონიერებას, – აღნიშნა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, – ვფიქრობ, რომ ისინი არიან ცალმხრივად ინფორმირებულები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ ადამიანებთან ვისაუბრებთ, ინფორმაციას მივაწოდებთ და საკრებულო თავის საქმიანობას განაახლებს ჩვეულ რეჟიმში.“
შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს მოსთხოვა, რომ საჯაროდ მოეხადა ბოდიში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისგან მოპოვებული ინფორმაციით, ვარლამ ჭიპაშვილმა განცხადებით მიმართა შსს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას. მიმდინარეობს საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოება. დაიკითხა ორივე მხარე.
საკრებულოს 2 ნოემბერს დაგეგმილ სხდომაზე უნდა განხილულიყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების მდგომარეობა; გამგეობის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში.
სხდომაზე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძეს უნდა წარმოედგინა ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების კუთხით გაცემული ფინანსური დახმარების ათვისების შესახებ ინფორმაცია და კომისიისგან შემუშავებული რეკომენდაციები; ხოლო საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილს დეპუტატებისთვის უნდა წარედგინა საკრებულოს მიერ გამარტივებული შესყიდვების თაობაზე გამგებლისთვის მიცემული თანხმობის განკარგულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
ლაურა გოგოლაძე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ