

2 ნოემბერს დაგეგმილი საკრებულოს მორიგი სხდომა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა და სხვა დეპუტატებმა დატოვეს. ამის გამო ქვორუმი არ შედგა და საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის განმარტებით, „სხდომის დასაწყისში, ვიდრე დღის წესრიგს დავამტკიცებდით, ფრაქციის თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა განცხადების გაკეთება მოითხოვა. შემეძლო, არ მიმეცა იმ მომენტში მისთვის სიტყვა. რეგლამენტის თანახმად, ჯერ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უნდა მივიღოთ და მერე შეიძლება საკრებულოს ნებისმიერმა წევრმა ისაუბროს.
მან მოითხოვა, რომ ბოდიში მომეხადა ვარლამ ჭიპაშვილისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდნენ საკრებულოს სხდომას. ბოდიში უნდა მომეხადა, მისივე თქმით, საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც თითქოს მე წავაქეზე.
ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან რაიმე უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და დაძაბული მდგომარეობის შექმნას არ ვუწყობ ხელს.
თუ რაიმე უკანონო ქმედება განხორციელდა საკრებულოს წევრის მიმართ, ამისთვის არსებობს სხვა უწყებები, რომლებმაც ასეთი საკითხები უნდა გაარკვიონ.
ჩემი პირდაპირი მოვალეობაა საკრებულოს სხდომების წაყვანა და რეგლამენტის დაცვა. არასერიოზული და არათანმიმდევრული განცხადებების გამო არ მაქვს უფლება, საკრებულოს მუშაობას ხელი შევუშალო. ვფიქრობ, დაფიქრდებიან და კიდევ ერთხელ გაიაზრებენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ და მოვლენ სხდომაზე.“
ფრაქციის თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილის თქმით, ვალერი ჭიპაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, რომ მასზე ზეწოლას ახდენს მიხეილ ჭიპაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. მიხეილ ჭიპაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე და ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორია.
„ბიუროს სხდომის შემდეგ გაგრძელდა პოლემიკა, – ამბობს ვარლამ თავზარაშვილი, – სადაც ქალბატონმა ინგამ უთხრა ვალერი ჭიპაშვილს, რომ შენ თუ გაგინებენ, ეს არის ძალიან კარგი და ხშირად ხარ სალაწუნო და საცემიო. ჩვენ გვაქვს ამის ჩანაწერი. ამ სიტყვებიდან ორ დღეში ინგა მაღრაძის მეუღლემ ფაქტობრივად შეასრულა ის, რაც იყო ნათქვამი. ჩვენ მოვთხოვეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ საჯაროდ მოეხადა ბოდიში. ჩვენ არ ვაპირებთ ვიმუშაოთ საკრებულოს ისეთ თავმჯდომარესთან, რომელიც წააქეზებს ასეთ ქმედებებს. მან იუარა ბოდიშის მოხდა, ჩვენ სხდომა დავტოვეთ.“
საკრებულოს სხდომა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა დეპუტატებმა: შალვა ლურსმანაშვილმა, ვარლამ თავზარაშვილმა, ბესიკ ფოცხვერაშვილმა, ჯამბული გამცემლიძემ, აზა ფურცელაძემ, გივი თხელიძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, მანანა ბარბაქაძემ, დავით ლურსმანაშვილმა, დავით კიკნაძემ, გიორგი გრიგალაშვილმა, ლენა აბაშიძემ. ამ ფრაქციის წევრებიდან 2 ნოემბრის სხდომაზე არ იმყოფებოდნენ მერაბ ტალახაძე და ვლადიმერ ტალახაძე.
სხდომა ასევე დატოვეს დეპუტატებმა გივი ხიჯაკაძემ, ბესიკ ტალახაძემ, ნონა ზურაბიანმა, მარინე ვეფხვაძემ და იუზა კელენჯერიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, საკრებულოს სხდომა დღეს, 13 საათზე, გაიმართება.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ