საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნებიდან მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) მოწვევით, ეპარქიას სტუმრობდნენ დიდიმოტიხისა და ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი (საბერძნეთის ეკლესია), სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია (პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

მღვდელმთავრებმა მეუფე მელქისედეკთან ერთად მოილოცეს უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი, ზესტაფონის ახალმოწამეთა სახელობის ტაძარი და ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი,

მღვდელმთავრებმა შეკრებილი მრევლი დალოცეს და საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი იუბილე მიულოცეს.