

პროგრამის – „7 ყველაზე საფრთხეში მყოფი“ 2027 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 2026 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 2026 წლის 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
პროგრამა ყოველწლიურად ირჩევს რისკის ქვეშ მყოფ შვიდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ქმნის გუნდს მემკვიდრეობის და ფინანსური ექსპერტიზის, საჯარო ხელისუფლების, მფლობელების და მეურვეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენელთა შემადგენლობით, რათა დაეხმაროს ამ ძეგლების გრძელვადიანი დაცვის ეფექტური გზების შემუშავებას.
პროგრამა მოუწოდებს ყველას, ვინც აპირებს განაცხადის შეტანას პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, წინასწარ მოამზადოს საჭირო დოკუმენტაცია.
ისევე, როგორც წინა წლების კონკურსებში, განაცხადების შეტანა შეუძლიათ საჯარო ან კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში და რეგისტრირებულები არიან ევროპის საბჭოს რომელიმე წევრ ქვეყანაში, ან ამ ორგანიზაციების ინდივიდუალურ წევრებს, იმ პირობით, რომ მათ აქვთ მუდმივი ბინადრობის სტატუსი ევროპის საბჭოს რომელიმე წევრ ქვეყანაში.
საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა.
პროგრამა „7 ყველაზე საფრთხეში მყოფი“ დაიწყო 2013 წლის იანვარში ორგანიზაციამ Europa Nostra ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, როგორც დამფუძნებელმა პარტნიორებმა. გარდა ამისა, პროგრამას მხარს უჭერს ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ ქსელური პროექტის Europa Nostra Heritage Agora ფარგლებში.
პოლონეთის ქალაქ პულტუსკში მდებარე მუნიციპალური საბავშვო ბაღი
აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ ქვიშის ჭიდაობაში 2026 წლის მე-4 ღონისძიებას
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ
2026 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში