

მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!
ქვემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის საყურადღებოდ!
(გურია, აჭარის მუნიციპალიტეტები ქ. ბათუმის გარდა და იმერეთის ექვსი მუნიციპალიტეტი)
დაიწყო ძუ (მდედრი) პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!
მობილური ვეტ.კლინიკა „პეტომობილი“-თ ძუ ძაღლების სტერილიზაცია+ჩიპირება მოსახლეობისთვის იქნება უფასო, პეტომობილი გაჩერდება ქალაქში ან სოფელში სადაც ადგილზე უნდა მოიყვანონ მოქალაქეებმა თავიანთი ძუ ძაღლები, სოფელში რომ შემოვიდეთ საჭიროა მინიმუმ 5 ძუ ძაღლის სტერილიზაციის მსურველის არსებობა.
საორგანიზაციო საკითხებზე ვთანამშრომლობთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტების მერების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან.
თუ ცხოვრობთ:
თითოეული ამ მუნიციპალიტეტისათვის 2026 წლისათვის გათვალისწინებულია გარკვეული შესაბამისი რაოდენობები, შესაბამისად მოგიწოდებთ, დროულად ჩაეწეროთ პროგრამაში!
სიაში ჩასაწერად დარეკეთ:
555 99 71 70
555 07 05 05
სტერილიზაცია არის ქირურგიული პროცედურა, რომლის შედეგადაც ძაღლი აღარ გამრავლდება.
მომსახურება მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა.
პროგრამა ფინანსდება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია, რათა პროგრამით ისარგებლოს რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ და მათმა ოთხფეხა მეგობრებმა.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა