

SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდულ მუშაკებს, ახალგაზრდულ ლიდერებს, ახალგაზრდული პროექტების მენეჯერებსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში ჩართულ პირებს სასწავლო კურსში, EUtopia?, მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
კურსი შეეხება მრავალფეროვნებას, დემოკრატიულ ღირებულებებს, სოციალურ ერთიანობასა და ახალგაზრდული საქმიანობის როლს გეოპოლიტიკური და სოციალური ტრანსფორმაციების პერიოდის ევროპის მომავლის ფორმირებაში.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დაგეგმილი კურსი 2026 წლის 21-25 სექტემბერს გაიმართება.
კურსის მიზანია ახალგაზრდული მუშაკების უნართა გაძლიერება, რათა მათ სიღრმისეულად გაიაზრონ ევროპაში მიმდინარე ცვლილებები და მხარი დაუჭირონ მრავალფეროვნებას, ინკლუზიას, დემოკრატიულ ჩართულობასა და სოციალურ ერთიანობას.
კურსი დაეყრდნობა არაფორმალურ საგანმანათლებლო მეთოდებს, მათ შორის გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლას, დიალოგს, თანატოლთა შორის აზრთა გაცვლას, სიმულაციებსა და სამუშაო შეხვედრებს. მონაწილეები მზად უნდა იყვნენ აქტივობებში ჩასართავად და საკუთარი გამოცდილებების გასაზიარებლად.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობის საფასურს არ გადაიხდიან. სამოგზაურო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, უნდა დაუკავშირდეთ ეროვნულ სააგენტოს (NA) ან SALTO -ს რესურსცენტრს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 9 აგვისტო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,