

28 ივლისი წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეა. ამ დღეს ხარაგაულში, ტრადიციულად, კახორობა აღინიშნება.
კახორის მთაზე მდებარე ტაძრისკენ მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოემართებიან. ამ მთაზე ტაძარი თავდაპირველად XV-XVI საუკუნეებში აუგიათ, წმინდა გიორგის სახელზე.
გასული საუკუნის 30-იან წლებში, კომუნისტური მმართველობის დროს, კახორზე ეკლესია დაანგრიეს. 2008 წელს იმავე ადგილზე ახალი ტაძარი აშენდა.
2016 წლის 28 ივლისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) კახორის მთაზე აგებული ტაძარი წმინდანების – ივლიტასა და კვირიკეს სახელზე აკურთხა.
დღეს ამ ტაძარში სამეუფეო წირვას, სასულიერო პირებთან ერთად, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) აღავლენს.
გილოცავთ კახორობას, წმინდანების – კვირიკესა და ივლიტას ხსენებას. კახორის წმინდა სალოცავის მადლი გვფარავდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,