

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ახალი შესაძლებლობის შესათავაზებლად EU-link პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა.
ინიციატივა ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დაფინანსებით, პროექტის, „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, მიერ.
კონკურსით შერჩეული საწარმოები პროგრამის ფარგლებში მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირში მომუშავე დარგობრივი ექსპერტებისა და სხვა სახის კონსულტანტების დასაქირავებლად.
ეს მათ დაეხმარება, თავიანთი პროდუქცია და/ან მომსახურება შესთავაზონ ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზრებს, დაუკავშირდნენ პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებს და მიიღონ ინფორმაცია სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე, რელევანტურ ტენდენციებზე, მარკეტინგულ შესაძლებლობებსა და სამართლებრივ თუ კულტურულ ბარიერებზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 21 აგვისტო.
კონკურსის დეტალებს გაეცანით ამ ბმულზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,