დღეს, 23 ივლისს, საზაფხულო კვირეულის ფარგლებში განხორციელდა პროექტი- „პატარა არქეოლოგები“ და „მოხალისე რესტავრატორები“, რომლებშიც ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ.

მონაწილეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაცნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთების ისტორიას და სპეციალურად მოწყობილ „არქეოლოგიურ მოედანზე“ თავადაც სცადეს ნივთების აღმოჩენა და რესტავრაცია.

აქტიური მონაწილეობისათვის მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ ბავშვები სიგელებით დააჯილდოვა.

საზაფხულო კვირეული მუზეუმში 21 ივლისს დაიწყო და 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სტუმარი ბავშვებისთვის მრავალფეროვანი შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობები გაიმართება.