

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეები დღეს, 22 ივლისს, ბოლო გამოცდას ფიზიკაში აბარებენ. გამოცდა ერთ სესიად მიმდინარეობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკის გამოცდაზე რეგისტრირებულთა 89%-ზე მეტი გამოცხადდა.
პარალელურად, გამოცდა მიმდინარეობს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში (წერითი ნაწილი). ამ გამოცდაზე 73%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა, დაიგვიანა ორმა აპლიკანტმა.
ხვალიდან, 23 ივლისიდან, 2026 წლის საგამოცდო პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატებიც ჩაერთვებიან. საერთო სამაგისტრო გამოცდა 23 ივლისს წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, ხოლო 24 ივლისს – ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,