

ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის ბორის სკოლასთან არსებული ხალხური სიმღერებისა და საკრავების ანსამბლი „მთიები“ (პედაგოგი რეზო შარიქაძე) საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.
ამ ფესტივალის ორგანიზატორია „ქართული ფოლკლორის საერთაშორისო ასოციაცია“ (თავმჯდომარე დავით გაგოშიძე). საერთაშორისო ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და სომხეთში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
„მთიები“ ფესტივალზე ორი სიმღერით – „მესხური მამლი მუხასა“ და ხალხური სიმღერების პოპურით წარსდგა.
„მთიებმა“ პირველის ხარისხის დიპლომი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია ბლუაშვილი ამბობს, რომ „მთიები“ გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით, რაც ამ ანსამბლის ხელმძღვანელის, რეზო შარიქაძის დამსახურებაა.
წარმატებებს ვუსურვებთ „მთიებს“ და ხარაგაულის მოსწავლეთა სახლს.
ამ დილით მოქალაქე რედაქციაში დაგვიკავშირდა და გულისტკივილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე
„ატლანტიკურმა საბჭომ“ „თავისუფლებისა და კეთილდღეობის
ხარაგაულის ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ,
მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო