

მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენების გადაწვა კვლავ გავრცელებული და გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე პრაქტიკაა.
მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს მსგავსი ქმედებისგან თავის შეკავების აუცილებლობის შესახებ, სამართალდარღვევები კვლავ ფიქსირდება.
მცენარეული ნარჩენების დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებსა და ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, აუარესებს ნიადაგის თვისებებს, ამცირებს მის ნაყოფიერებას და საბოლოოდ იწვევს ნიადაგის დეგრადაციას.
გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და ხელს უწყობს გაუდაბნოების პროცესს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას.
ამასთან, სამართალდარღვევის გარემოებებისა და სიმძიმის გათვალისწინებით, სამართალდამრღვევს შესაძლოა დაეკისროს გაცილებით მაღალი ოდენობის ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.
„ატლანტიკურმა საბჭომ“ „თავისუფლებისა და კეთილდღეობის
ხარაგაულის ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ,
მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენების გადაწვა კვლავ გავრცელებული და გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს […]
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი იწყებს საზაფხულო კვირეულს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის