

ხარაგაულელი გოგი ალავიძის საუკუნოვან ვენახებს, რომელიც სოფელ იგორეთშია გაშენებული, მკვლევარი სოჰი რიუქი იკვლევს.
ეს კვლევა საერთაშორისო პროექტის – „სოფლის მეურნეობა და მევენახეობა დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში ტარდება.
გოგი ალავიძის ვაზის ჯიშის შესახებ ინფორმაცია სოჰი რიუქმა ვებგვერდზე „ძველი ვაზის რეესტრი“ (oldvineregistry.org) ნახა. შემდეგ გოგის პირადად დაუკავშირდა და უძველესი ციცქისა და ცოლიკაურის ვენახები ადგილზე მოინახულა.
„ვიკვლევ, როგორ შეიცვალა ვაზის მოსავლიანობა ლანდშაფტის ცვლილების პირობებში, როგორ გაუძლო დაავადებებს – ფილოქსერასა და ნაცარს, – ამბობს „ჩემი ხარაგაულის“ რდეაქციასთან საუბარში სოჰი რიუქი, – ძალიან საინტერესოა, რომ ძველი ვაზი უფრო მეტად გამძლე აღმოჩნდა გარემო პირობების ცვლილების მიმართ, ვიდრე – ახალშენი.
ამ სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი საინტერესო მიგნებაა, რომ სოფლის მეურნეობაში ცვლილება აუცილებელია და ტრადიციული კულტურის სხვა ნათესებით ჩანაცვლება შეიძლება. ამის შესახებ ადგილობრივ მაცხოვრებლებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ.
ვიცი, რომ საქართველო ვაზის სამშობლოა. ქართველისთვის მევენახეობა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი არ არის; ეს არის თქვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი“.
„ძველი ვაზის რეესტრში“ ვენახების დარეგისტრირება გოგი ალავიძის შვილის, ნოდარ ალავიძის იდეა იყო. ნოდარს ძალიან გაეხარდა, როცა სოჰი რიუქი დაუკავშირდა და მათი ვენახებით დაინტერესდა.
„200 ძირი ვენახი გვაქვს იგორეთში, – ამბობს გოგი ალავიძე, – მათი 80% ციცქაა, დანარჩენი – ცოლიკაური. ჩვენი ოჯახის ზვრებში 170, 120, 100 წლის ციცქაა.
სოჰი რიუქმა ძალიან საინტერესო კვლევაში ჩაგვრთო. ის წინასწარ კარგად ინფორმირებული იყო – რუკა ჰქონდა, საქართველოში სად რა დაავადება აქვს ვაზს და წლების მიხედვით მდგომარეობა როგორ იცვლებოდა.
ამჟამად ჩვენი ციცქა-ცოლიკაურის ღვინოს მხოლოდ ოჯახში ვიყენებთ. სამომავლოდ ვაპირებ, რომ მეღვინეობით სერიოზულად დავინტერესდე და ღვინო რეალიზაციისთვის დავამზადო“.
მკვლევარი სოჰი რიუჰი იმერეთში უძველესი ვაზის ჯიშების კვლევას აგრძელებს.
მიგრაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის ნაკლებობა,
ხარაგაულელი გოგი ალავიძის საუკუნოვან ვენახებს, რომელიც სოფელ იგორეთშია გაშენებული, მკვლევარი სოჰი რიუქი იკვლევს. ეს კვლევა საერთაშორისო პროექტის – „სოფლის მეურნეობა […]
დღეიდან, 14 ივლისიდან, საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა აღდგა.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დასრულდა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ წლევანდელი საუკეთესო ათეულის