

დღეიდან, 14 ივლისიდან, საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა აღდგა. ხაშური-ზესტაფონისა და ზესტაფონი-ხაშურის მატარებლების მოძრაობა 5 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით შეჩერებული იყო.
ხაშური-ზესტაფონის მატარებელი ხაშურიდან დილით – 08:10 საათზე გამოდის, ხარაგაულში 09:21 საათზე იქნება, ხოლო ზესტაფონში – 10:09 საათზე;
საღამოს ეს მატარებელი ზესტაფონიდან 17:00 საათზე გამოვა, ხარაგაულში 17:44 საათზე იქნება, ხოლო ხაშურში – 18:56 საათზე.
ზესტაფონი-ხაშურის მატარებელი ზესტაფონიდან დილით 07:00 საათზე გამოდის, ხარაგაულში 07:45 საათზე იქნება, ხაშურში – 08:55 საათზე;
საღამოს ხაშურიდან გამოსვლის დროა – 17:25 საათი, ხარაგაულში შემოსვლის დრო 18:30 სთ, ზესტაფონში ჩასვლის დრო – 19:34 სთ.
ამ საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლის შეჩერებას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციისგან გაშუქების შემდეგ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ეს საგარეუბნო მატარებლები ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთადერთი ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი ტრანსპორტია ზესტაფონსა და ხაშურში ჩასასვლელად.
ამავე თემაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,