„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ წლევანდელი საუკეთესო ათეულის წევრები გახდნენ:

ცოტნე გვაჯაია, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
არჩილ თოდუა, ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
მარიამ კვაჭაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დავით მალაზონია, თანამედროვე განათლების აკადემიის ისტორიის მასწავლებელი;
მაგდა მიქაბერიძე, თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
ეკატერინე ჩიქოვანი, თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მადონა წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დავით ჯანდიერი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23 საჯარო სკოლის, მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის და აზროვნების აკადემიის სკოლის მოქალაქეობის, ბიზნესისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
ირინა ჯვარშეიშვილი, გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
ლაურა ჯიმშელეიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.

უკვე ათი წელია, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენას და მათ დაფასებას. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. ფინალისტებს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ დააჯილდოებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2026 წლის კონკურსზე 121 განაცხადი შევიდა, სულ ამ ჯილდოზე წარდგენილი იყო 1200-ზე მეტი მასწავლებელი!

კონკურსანტები 17 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

2018 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო გურეშიძე შევიდა.  ფინალში კი ის „ჟიურის რჩეული“ გახდა.