

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ნია ფოფხაძე 3-დან 28 აგვისტოს ჩათვლით, როგორც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის სტიპენდიანტი, ქალაქ ბონში, გოეთეს ინსტიტუტში, სრული დაფინანსებით, გერმანული ენის კურსს (B2 დონე) გაივლის.
ნია ფოფხაძე თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს.
„DAAD-ის სტიპენდიის მოსაპოვებლად გერმანული ენის ცოდნის განმსაზღვრელი ტესტი გავიარე და B1 დონის სერთიფიკატი ავიღე, – ამბობს ნია, – აპლიკაცია გადავაგზავნე, სადაც უნივერსიტეტის ნიშნების ფურცელთან ერთად, X-XII კლასების ნიშნებსაც ითხოვდნენ.
ასევე ავტვირთე CV და სამოტივაციო წერილი, რომელშიც დავასაბუთე, თუ რატომ დავინტერესდი გერმანული ენითა და კულტურით. სრული დაფინანსების შესახებ დასტური 4 თვეში მომივიდა, ეს ძალიან დიდი სიხარული იყო. იმედი მაქვს, ჩემს სამომავლო საქმიანობაში გერმანიაში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება“.
ნია ფოფხაძე, გერმანიაში გამგზავრებამდე, 23-27 ივლისს, აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მიერ დაორგანიზებულ ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში ჩაერთვება. ამ ექსპედიციის შესახებ ნიამ უნივერსიტეტში შეიტყო და გასაუბრება წარმატებით დაძლია.
„40 წუთიანი ინტერვიუს ეტაპის გადალახვის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ 14 მონაწილესთან ერთად ამირჩიეს, – ამბობს ნია, – ყოველთვის მსურდა ტაო-კლარჯეთის ქართული ისტორიული ძეგლების მონახულება და მათი შესწავლა. ეს ექსპედიცია მნიშვნელოვანია ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის აღწერისა და სამეცნიერო კვლევებისთვის“.
წარმატებებს ვუსურვებთ ნია ფოფხაძეს.
ფოტოზე: ნია ფოფხაძე გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერთან და DAAD-ის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ სილვია შმიდთან ერთად
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ წლევანდელი საუკეთესო ათეულის
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ნია ფოფხაძე 3-დან 28 აგვისტოს ჩათვლით, როგორც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის სტიპენდიანტი, ქალაქ ბონში, გოეთეს ინსტიტუტში, […]
14-16 ივლისს საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში
საგარეუბნო მატარებლების – ხაშური-ზესტაფონი-ხაშურისა და