

პირველი სასწავლო წელი ზესტაფონის მოზარდთა სახლში 60-მა მოსწავლემ დაასრულა.
ზესტაფონის მოზარდთა სახლის ხელმძღვანელი, მაია ბარბაქაძე ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ქუთაისის მოზარდთა სახლმა (დირექტორი ვასილ ნატროშვილი) დააფუძნა და მას ამერიკელი ქველმოქმედები აფინანსებბენ.
ამ სასწავლო წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახების VI-XI კლასების მოსწავლეებს შესაძლებობა ჰქონდათ უფასოდ მომზადებულიყვნენ მათემატიკაში, ინგლისურსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში; შეესწავლათ ჭრა-კერვა და „შილაკი“.
მაია ბარბაქაძის ინფორმაციით, ზესტაფონის მოზარდთა სახლში ხარაგაულისა და და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ემზადებოდნენ სასურველ საგნებში და ეუფლებოდნენ პროფესიებს.
გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული იყო ერთჯერადი უფასო კვება.
ახალი, 2026-2027 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღება უკვე დაწყებულია! მსურველები უნდა დაუკავშირდეთ მაია ბარბაქაძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე 577 67 16 51.
წარმატებებს ვუსურვებთ ზესტაფონის მოზარდთა სახლს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,