

2026 წლის 11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ბათუმში ევროპის დღე 2026-ს აღნიშნავს.
ღონისძიებაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები და პარტნიორები მიიღებენ.
ბათუმში გასამართი ევროპის დღის მიზანია, წარმოაჩინოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული 30-წელზე მეტი ხნის პარტნიორობა.
„ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ – ევროპის დღე 2026-ი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმს“ (Hilton Batumi) ინტერაქციულ სივრცედ გადააქცევს. საინტერესო გამოფენების, პრაქტიკული ვორქშოფების, დისკუსიებისა და კულტურული აქტივობების მეშვეობით, დამსწრე საზოგადოება გაეცნობა, თუ როგორ აგრძელებს ევროკავშირი ინვესტირებას ადამიანების, თემებისა და ბიზნესის მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ღონისძიებას წინ უსწრებს „ევროპული კინოტურის“ (European Cine Tour) გახსნა 10 ივლისს, ბათუმის „კავეა გრანდ მოლის“ (Cavea Grand Mall) კინოთეატრში. 10 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ევროპული კინოტური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში როგორც ქართულ, ისე ევროპულ ფილმებს წარადგენს.
11 ივლისს, ევროპის დღის ფარგლებში, დამატებითი გარე აქტივობები მოეწყობა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, შადრევანთან, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს და ჩაერთონ ევროკავშირის პარტნიორების მიერ ორგანიზებულ აქტივობებში.
საზეიმო დღე ბათუმის ბულვარში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად, ღია ცის ქვეშ დასრულდება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული ბენდი Mechanical Rainbow.
უფრო მეტი ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა
2026 წლის 11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ბათუმში ევროპის დღე 2026-ს აღნიშნავს. ღონისძიებაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები, ევროკავშირის მიერ […]
ეს დღე ჯანმრთელობისა და ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციების
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა
გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და