

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ხარაგაულში, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით.
ამ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო აქვეყნებს.
„ადგილობრივი მკვიდრი უკანონოდ მოპოვებული რცხილისა და წიფელის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას პირად მფლობელობაში არსებული ავტომანქანის საშუალებით ახორციელებდა.
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი გადატანილია ხევის „საქმიან ეზოში“, – აღნიშნულია სატყეო სააგენტოსგან გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო