

ხაშური-ზესტაფონისა და ზესტაფონი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი საგარეუბნო მატარებლები 5 ივლიისდან 11 ივლისის ჩათვლით არ იმოძრავებს.
ამ ფაქტს დეისში მცხოვრები კახა კიკნაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„მკვდარზე ან კარგს ამბობენ ან არაფერსო.
ხოდა მოასვენეთ ეს საცოდავი საფლავში.
ეს არის „მასტერაოი“- ორ ცივილიზაციას – აღმოსავლურსა (ხაშური) და დასავლურს( ხარაგაული) ტაატით მოძრავი მატარებელი.
თავისი დადებითი და უარყოფითით.
დადებითია:
2) ერთი ვაგონია და ზამთარში ხალხი ჩახუტებულია თბილად;
3) უამრავი გოგო ყავს გათხოვილი ხარაგაულიდან ხაშურში და ამით შეაქვს დასავლური ცივილიზაცია;
4) ასევე ხაშურიდან გათხოვილი ხარაგაულში, აქეთ შემოაქვს აღმოსავლური ცივილიზაცია;
5) სხვაგან არსად და აქ შეგიძლია ამგზავრო ძროხა, ღორი და უფრო დიდიც, თუ რაიმე გყავს;
6) გამოიყენება საარჩევნო კამპანიისთვის (სოფლის გამგებლები აქ მგზავრობის დროს წყვეტენ, ვის რამდენი მეტრი წყლის შლანგი ეყოფა ხმის მისაცემად).
7) კარგი ადგილია მთავრობის საგინებლად (ქოცი თუ შეგეპასუხა, ადვილად გააჩუმებ, ეტყვი, – ნახე სად ვზივართ 21-ე საუკუნეშიო და მოკეტავს);
ასევე თუ რამე არ მოგწონს ქვეყანაში (მაგალითად არ მოგწონს პრემიერი ან პრეზიდენტი), შეგიძლია ამ მატარებლის გამცილებლებს შეახოცო და ეჩხუბო (ამ ადამიანებს, რაც მე მინახავს, პარლამენტარზე და მინისტრზე მეტი თმენის ვალდებულება აქვთ დაკისრებული);
9) კარგი საშუალებაა სიმთვრალის დროს ემოციების დასაოკებლად (შეგიძლია ფანჯარა ჩატეხო, კარი ჩამოაგდო, ტუალეტში სარკე გატეხო და დაიცალო სტრესისგან);
10) ასევე გამოიყენება ხალხის შიგადაშიგ გასახარებლად (მოხსნი, მერე დანიშნავ და ხალხს უხარია, სოფლის გამგებელი პირველივე ახლად დანიშნულ რეისს გაყვება და იტყვის, – მერმა დაანიშნინაო), ესეც ძირითადად არჩევნების დროს ხდება;
11) კარგი საშუალებაა ადგილობრივი ოპოზიციის დასაკნინებლად (რაღა დაკნინება უნდათ, მაგრამ მაინც არის ერთი-ორი მოურჯულებელი), ხალხს ეტყვი, – ა ბატონო, რა დღეში ხართ და მთავრობა კი არა, ოპოზიციც არ იღებს ხმასო, არადა იქ ისეთები ხდება „მასტერაო“ რა ხმის ამოსაღებია.
უარყოფითი:
2) საათს ვეღარ ასწორებენ მის დროზე, რადგან ყოველ თვე ეცვლება გრაფიკი;
3) ძროხასაც ვეღარ მოწველი მის დროზე, იგივე გრაფიკის ცვლის მიზეზით.
წავიდა, დაგვტოვა. იმედია, სამოთხეში მოხვდება და მამუკა ბახტაძე ჩაიბარებს მის სულს“ – წერს სოციალურ ქსელში კახა კიკნაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტი-2026“ იწყება.
თბილი თვეების დადგომასთან ერთად, ტკიპების აქტივობა და მათ მიერ
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებმა
ივლისსა და აგვისტოში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.