

რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერის გააქტიურებიდან ერთი წლის თავზე, – ამ შეკითხვით ღვერკელ მარადი გელაშვილს მივმართეთ.
„ივნისის ბოლო დღეებიდან მეწყერით გაჩენილმა ნაპრალებმა მოიმატა, – ამბობს მარადი გელაშვილი, – წვიმიანი ამინდების შემდეგ, გამოდარებისთანავე, მეწყერმა მოძრაობა დაიწყო. თუმცა, არა ისეთი სიხშირით, როგორც ეს გასულ წელს ხდებოდა.
მდინარე ყარნებაში შეგუბებული წყლის დონემ წვიმის დროს მოიმატა, ახლა მცირედით დაიწია“.
ამ ორ სოფელში მეწყერით დაზარალებულმა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის ეკომიგრანტის სტატუსით მიღებაზე უარი განაცხადეს და სასამართლოს ამ სტატუსის შესაცვლელად მიმართეს. მეწყერით დაზარალებულები თავს ეკომიგრანტებად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებმა გამოიწვია.
მარადი გელაშვილი: სასამართლოს სხდომა, 16 ივლისამდე უნდა ჩაინიშნოს და ჩვენც ამ სხდომის მოლოდინში ვართ. დოკუმენტში, რომელიც სარჩელის შეტანისას თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოგვცეს, მითითებულია, რომ სხდომა სარჩელის შეტანიდან ხუთი თვის ვადაში უნდა ჩაინიშნოს. ეს ვადა 16 ივლისისთვის იწურება.
ახლა სოფელ ღვერკში ვიმყოფები. დღის განმავლობაში ჩემი სახლის ეზოში ვსაქმიანობ. ღამით კი უსართხო ადგილზე, ნათესავთან მივდივარ. ძალიან ძნელია მიწასთან გასწორებული მშობლიური ადგილების დანახვა“…
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი 68 ჰა ფართობზე 2025 წლის მაისიდან გააქტიურდა. გეოლოგების შეფასებით ეს მეწყერი არის „ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“.
ფოტო – მარადი გელაშვილის
ამავე თემაზე
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერი საქართველოში არსებულ 50 ათასამდე მეწყერს შორის ტოპ-სამეულშია
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერის გააქტიურებიდან ერთი წლის თავზე, – ამ შეკითხვით ღვერკელ მარადი გელაშვილს მივმართეთ. „ივნისის ბოლო […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი