

19 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი 21 116 ლარზე გამოაცხადა.
ამჟამად მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეთა შერჩევა-შეფასება. გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვეში უნდა მოამზადოს.
ამ ტენდერით, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს 9 სკოლის შემდეგი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად:
1) ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში იატაკის რეაბილიტაცია (იატაკის რეაბილიტაციისთვის 55 ათ. ლარია განსაზღვრული);
2) ვარძიის სკოლაში გათბობის სისტემის მოწყობა (ვარძიის სკოლის შენობის გაზიფიცირებისთვის 75 ათ. ლარია განსაზღვრული);
3) ლეღვნის სკოლის ძირითადი კორპუსის გადახურვა (შენობის გადასახურად განსაზღვრულია 25 ათ. ლარი);
4) ხიდრის სკოლის გარე სპორტული მოედნის მოწყობა (სპორტული მოედნის მოსაწყობად გამოყოფილია 127 388 ლარი);
5) უბისის სკოლაში ეზოს დატბორვის საწინააღმდეგო კონსტრუქციისა და სკოლაში საპირფარეშოს მოწყობა (ამ პროექტის სავარაუდო ღირებულება 125 ათ. ლარია);
6) ხევის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია (პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 74130,62 ლარი);
7) ნადაბურის სკოლაში გარე მინი სტადიონის მოწყობა (პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 74 127 ლარი);
8) ხუნევის სკოლაში (ოპტიმიზირებული კორპუსი სოფელი გედსამანია) გარე მინი სტადიონის მოწყობა (პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 74 127 ლარი);
9) ბაზალეთის სკოლაში გარე მინი სტადიონის მოწყობა (პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 74 127 ლარი).
ხარაგაულის მერია, – მას შემდეგ რაც მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციას ჩაიბარებს, – ტენდერებს უკვე სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოაცხადებს. ზემოთ ჩამოთვლილი ცხრა პროექტის ჯამური სავარაუდო ღირებულება 703 899 ლარია.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თვალს მიადევნებს ტენდერის მიმდინარეობას და ინფორმაციას ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებამდე, პერიოდულად მოგაწვდით.
ფოტოზე – ლეღვნის საჯარო სკოლა
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები და ოჯახები ხარაგაულს, – ამ შეკითხვაზე
ხარაგაულში 29 მაისს მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის