

რატომ ტოვებენ ახალგაზრდები და ოჯახები ხარაგაულს, – ამ შეკითხვაზე ხუთი შვილის დედა მაია ბერაძე გვპასუხობს.
„ხარაგაულში ახალგაზრდებს თავისი პროფესიით დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ, – ამბობს მაია ბერაძე, – განათლებისა და განვითარების შესაძლებლობები ნაკლებია.
ხარაგაულში პოლიტიკური ნიშნით არჩევენ ადამიანებს, თუ ვინ სად უნდა დასაქმდეს. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, არ უნდა იზღუდებოდეს მისი თავისუფლება და ჯანსაღი კრიტიკა მისაღები უნდა იყოს ყველასთვის.
ხარაგაულელ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ აქაც შემიძლია ცხოვრება ავაწყო. მათ სჭირდებათ ხარაგაულში პერსპექტივა და ღირსეული შემოსავალი“.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.