

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ქუთაისში, იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით „ძარცვა იტალიურად“ წარსდგა.
სპექტაკლი დრამატურგის, დარიო ფოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა. რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ამჯერად კომედია-ფარსი შემოგვთავაზა.
სპექტაკლის სიუჟეტი ასეთია, – მდიდარ ოჯახში შეიჭრება ქურდი, რომელიც ოჯახის მეპატრონის მოულოდნელი დაბრუნების გამო, იძულებულია ძველ საათში დაიმალოს. ის მოწმე ხდება სკანდალური პროცესების. აღმოჩნდება, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს მუდმივად ატყუებენ და ღალატობენ. ამ ქაოსში ქურდი ყველაზე გულწრფელი პერსონაჟი აღმოჩნდება.
„ძალიან დახვეწილი სპექტაკლი ვიხილეთ, – ამბობს ნიკო მაჭავარიანი, – ისეთი, როგორიც ხარაგაულის თეატრს სჩვევია. მსახიობებმა როლები ბრწყინვალედ, მაღალ პროფესიონალურ დონეზე შეასრულეს. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ და დასის გუნდურობა სცენიდან იგრძნობოდა. ამ სპექტაკლის პრემიერას ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მცირე დარბაზში დავესწარი. ხარაგაულის თეატრის თაყვანისმცემელი ქუთაისელი მაყურებლის უმრავლესობა სპექტაკლს, დარბაზის სიმცირის გამო, ვერ დაესწრო.
ეს პიესა და შესაბამისად სპექტაკლიც არ არის ღრმად ფილოსოფიურ ან პატრიოტულ თემაზე. ასეთ პრობლემებზე ჩვენ ირინე ჩხეიძესგან დადგმული არაჩვეულებრივი სპექტაკლები გვინახავს. „ძარცვა იტალიურად“ მაყურებლისთვის ერთგვარი განტვირთვაა.
წარმატებებს ვუსურვებ ხარაგაულის სახალხო თეატრს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე. დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან ჯილდოს დაიმსახურებენ“.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ვასილ კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, მაია ბერაძე, ლია ჭიპაშვილი, დავით ჭყოიძე.
72 წლის ექიმ-პედიატრს, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილს სასამართლომ
კიცხის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა პროექტის „სურსათის საიდუმლოებები
22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის
დაიწყო ზაფხულის სიცხეები და შესაბამისად, სახლებსა