

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე სოფელ ვარძიაში, მდინარე ბორიმელაზე უკანონო თევზჭერას კუსტარულად დამზადებული ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.