

სასწავლო პროცესი სკოლებში დასრულდა. როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ხარაგაულის საბავშვო ბაღებში, – ამ შეკითხვით სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, თამარ ლაცაბიძეს მივმართეთ.
მისგან მოპოვებული ინფორმაციით, მშობლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, იქმნება „საზაფხულო ჯგუფები“, რომლებიც პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე იფუნქციონირებს.
„ეს ჯგუფები ხარაგაულის #1 და ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში აუცილებლად შეიქმნება, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – სოფლებში მოქმედ ბაღებში კი ამ დრომდე იღებენ მშობელთა განცხადებებს და 20 ივნისისთვის გვეცოდინება დაზუსტებული ინფორმაცია, თუ სოფლების რომელ საბავშვო ბაღებში შეიქმნება ივლისის თვის „საზაფხულო ჯგუფები“.
ჩვენი აღსაზრდელების ნაწილი სკოლის ტრანსპორტით სარგებლობდა. მოგეხსენებათ, სკოლებში არდადეგები 15 ივნისს დაიწყო, მშობლები თუ შეძლებენ ივლისში ბავშვების ბაღებში მოყვანას, ჩვენ მათ მისაღებად მზად ვართ. 25 ივნისამდე საბავშვო ბაღებში გამოსაშვები ზეიმებია დაგეგმილი.
აგვისტოში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ თითქმის ყველა საბავშვო ბაღში მცირე კოსმეტიკურ რემონტს ვგეგმავთ. სურსათის ეროვნული სააგენტო ახლა ჩვენს გაერთიანებაში შემავალი ბაღების ინფრასტრუქტურასა და სამზარეულოებს ამოწმებს.
მცირე სარემონტო სამუშაოების დროს სურსათის სააგენტოს რეკომენდაციებსაც გავითვალისწინებთ“, – ამბობს თამარ ლაცაბიძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 საბავშვო ბაღი ფუნქციონიერებს.
გორის გვირაბებში დაზიანებული საფარის აღდგენა (ორმოულის შეკეთება)
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა
დღეს, 16 ივნისს, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები
წლებია, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს.