

დღეს, 15 ივნისს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში ამ მომენტისთვის 136 პირველკლასელს ელოდებიან.
მათგან ყველაზე მეტი, 14 პირველკლასელი ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიაში დარეგისტრირდა, 13 პირველკლასელია რეგისტრირებული კიცხის საჯარო სკოლაში, 12 – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში.
თითო-თითო პირველკლასელი ეყოლებათ მომავალ სასწავლო წელს ლეღვნის, წიფისა და მოლითის საჯარო სკოლებს.
გასულ, 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 134-მა პირველკლასელმა დაიწყო, 2024-2025 სასწავლო წელს – 155-მა პირველკლასელმა, 2023-2024 სასწავლო წელს კი სწავლას 157 პირველკლასელი შეუდგა.
– ლაშის იგორეთში, კიცხის იგორეთსა და ღუდუმექედში გაზსადენის
დღეს, 15 ივნისს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. […]
ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, საქართველოს
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე