

დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მოსწავლეთა სახლმა ტრადიციული კონცერტით აღნიშნა.
ღონისძიებაში მოსწავლეთა სახლის მხატვრული კითხვის (პედაგოგი ლალი შარაშიძე), საესტრადო სიმღერების (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) და საგალობლების წრის (პედაგოგი თორნიკე ბაკურაძე) მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სცენაზე ხალხური სიმღერები შეასრულეს ლეღვნისა და მარელისის სკოლასთან არსებული ხალხური საკრავებისა და სიმღერების წრის (პედაგოგი ირინე შარიქაძე) და ბორის სკოლასთან არსებული ხალხური სიმღერების წრის (პედაგოგი რეზო შარიქაძე) მოსწავლეებმა.
ღონისძიება მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა, სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა სიმღერები, ცეკვები, ლექსები და საგალობლები.
კონცერტის ბოლოს მონაწილე და დამსწრე ხარაგაულელი მოსწავლეები მოსწავლეთა სახლმა ნაყინებით დააჯილდოვა.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.