

„სინათლე მედიის“ ანგარიშზე მორიგი დონაცია, 1000 ლარი, ჩაირიცხა.
დანიშნულება: „მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად“ მზია ამაღლობელისგან, N5-ე ქალთა ციხიდან.
რთულია იმ ემოციის ტექსტით გადმოცემა, რასაც ჩვენთვის, თავისუფალი ჟურნალისტებისთვის, საბანკო დანიშნულებაში ჩაწერილი ეს 8 სიტყვა ატარებს.
და რამდენად დიდია ის ძალა, რამდენად აღემატება ნებისმიერ თანხას, რასაც მზია ამაღლობელი, ქართული დამოუკიდებელი მედიის სიმბოლო, გვაძლევს.
ჟურნალისტიკას არ უყვარს პათეტიკა, თუმცა როლი, რასაც ჩვენი საამაყო მეგობარი არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების, არამედ საზოგადოების გასაძლიერებლად ასრულებს, შეუფასებელია.
მადლობა, მზია! ჩვენ ვიბრძვით სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის!
დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ივნისიდან საგარეუბნო
მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის
„დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა საქველმოქმედო ონლაინ მარათონის ფარგლებში