

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე მათე ხიჯაკაძე, კონკურსის შედეგად, შერჩეულია გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის პროექტში „სატყეო სკოლა 2026“.
პროექტში მონაწილეების შესარჩევად კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა. მათე ხიჯაკაძემ ორივე ეტაპი წარმატებით გადალახა და კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ მათე ასევე აქტიურადაა ჩართული „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ კონკურსში.
„სატყეო სკოლა“ VII-IX კლასების იმ მოსწავლეებისთვისაა განსაზღვრული, ვინც გამორჩეულად არის დაინტერესებული ტყის ეკოსისტემებითა და გარემოს დაცვით.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ერთკვირიან ბანაკში „სატყეო სკოლა“ დაგეგმილია თეორიული სწავლება, რაც ინტეგრირებული იქნება პრაქტიკულ აქტივობებთან. ახალგაზრდული შემეცნებითი ბანაკი ბორჯომში 2026 წლის 8-14 ივნისს გაიმართება.
„სატყეო სკოლა“ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ტყის ეკოსისტემების მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნებისა და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გააზრებას, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების დონის ამაღლებას, დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართულობას გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტივობებში
„სატყეო სკოლის“ ფარგლებში გათვალისწინებულია ინტერაქციული სესიები, საველე სამუშაოები, ჯგუფური თამაშები, შემეცნებითი ლაშქრობები.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები.
ახალგაზრდული ბანაკი — „სატყეო სკოლა“ ტარდება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს, კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და საქართველოს მთავრობა; ხოლო ბანაკს ორგანიზებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალშობილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სახურავის რეაბილიტაციისთვის
თარიღი: 30-31 მაისი, 2026 წელი ლოკაცია: Slink Cafe | ილიას ბაღი
სეზონური ნახტომი – ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულში გადასვლა, მაისში ძლიერი წვიმები,
დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო