

დღეს, 13 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის კულტურის ხელოვნებისა შიდა ტურიზმის ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელის, ნიკო წიკლაურის ორგანიზებით კაფიების საღამო „ლექსის თქმა მწადის ერთისა“ გაიმართა.
„კაფია ეწოდება ექსპრომტად შექმნილ, იმროვიზაციაზე დაფუძნებულ სატირულ-იუმორისტული ხასიათის სახელდახელოდ ნათქვამ ლექსს“, – აღნიშნა საღამოს დასაწყისში ნიკო წიკლაურმა და მაყურებელს კაფიების გავრცელებასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ღონისძიებაზე ნიკო წიკლაურის, ალექსი ჭინჭარაულის, ვალერიან საღლიანის, ღვთისო წიკლაურის, გრიშა აფციაურის, ბასა წიკლაურის, რევაზ არჩემაშვილისა და სხვათა კაფიები ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის, ხარაგაულის #2, საღანძილის, ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
ღინისძიებაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტმა და სახალხო მთქმელმა ვიტალი ფცქიალაძემ და სპარტაკ ლაცაბიძემ.
ორი სიმღერით წარსდგა მაყურებლის წინაშე ხარაგაულის ფოლკლორული ანსამბლი „უბისი“, რომელსაც აკომპანიმენტს ამირან ლურსმანაშვილი უწევდა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტრის, მამუკა ჭიპაშვილის ლექსი „ქალ-ვაჟის გაბაასება“ მაყურებელს ნიკო წიკლაურმა და ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობმა მაია ბერაძემ წარუდგინეს.
ღონისძიების დასასრულს აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მომავალი თაობა ეზიარება მდიდარ ფოლკლორულ ტრადიციებს.
კაფიების საღამოთი დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზის
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესია დაგეგმილი.
12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრიაობას ზეიმობს.