

„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის სატყეოებში 2370 ერთეულ წაბლს „წითელი ნუსხიდან“ ამოიღებენ. ამის შესახებ მთავრობის N897-ე განკარგულებაში წერია.
განკარგულების თანახმად, ხაშურში ქარის ელექტროსადგური შენდება, რომლის ფარგლებშიც, 110 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი უნდა აშენდეს.
მთავრობა შპს „ტაბას“ უფლებას აძლევს, რომ ამ მიზნისთვის, „წითელი ნუსხიდან“ ამოიღონ ტერიტორიაზე არსებული წაბლიდან „ჩვეულებრივი წაბლის“ ჯიში, მათ შორის, 2000 ერთეული – 8 სმ-ზე ნაკლები ტაქსაციური დიამეტრის მქონე.
შპს „ტაბა“ ვალდებულია, რომ „მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით“ კანონმდებლობის შესაბამისად, გადასცეს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომპანია „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებას „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ“ შეძლებს.
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს გარემოს