

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ამ ჯილდოს მოსაპოვებლად განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 25 მაისის ჩათვლით გრძელდება.
უკვე ათი წელია, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენას და მათ დაფასებას. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. ფინალისტებს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი დააჯილდოებს.
25 მაისის ჩათვლით, ვებგვერდზე www.tprize.ge შესაძლებელია, როგორც აპლიკაციების წარდგენა, ისე მასწავლებლების ნომინირება. მასწავლებლების წარდგენა შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
2018 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო გურეშიძე შევიდა. ფინალში კი ის „ჟიურის რჩეული“ გახდა.
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს. ამ ჯილდოს მოსაპოვებლად განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 25 მაისის ჩათვლით გრძელდება. უკვე ათი […]
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.