

32 წლის წინ საქართველოში 15 აპრილი სიყვარულის დღედ გაზეთ „კოქტეილისა“ და ახალგაზრდების ჯგუფის – კომპანია „ოთხი მეგობარის“ ინიციატივით დაწესდა.
სიყვარულის დღის ორიგინალურად აღნიშვნა გადაწყვიტა ხარაგაულის #2 და ვახანის საჯარო სკოლების პედაგოგმა რუსუდან თაბაგარმა. მისი ორგანიზებით ხარაგაულის კინოთეატრში მასწავლებლებისთვის გაიმართა კონცერტი, რომელშიც მხოლოდ პედაგოგები მონაწილეობდნენ.
„გაზაფხულის სურნელში დაბადებული სიყვარული“ – ამ სახელწოდების ღონისძიებას ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე უძღვებოდა.
კონცერტში მონაწილეობდნენ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მასწავლებლები: რუსუდან თაბაგარი, მზია კუპრაძე, ლელა ბარბაქაძე, გიორგი მაქაძე, ქრისტინე თოიძე, თორნიკე ბაკურაძე, რეზო შარიქაძე, შმაგი გამრეკელაშვილი, მედეა ნიქაბაძე, ირინე შარიქაძე, მაია ფალელაშვილი, ნინო ცხოვრებაძე, ლუკა მაღრაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი. მათ სიყვარულისადმი მიძღვნილი ხალხური და ქალაქური სიმღერები შეასრულეს.
საინტერესო და ლამაზი კომპოზიციით წარსდგა მაყურებლის წინაშე ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი „გრავე“.
ეს დღე იყო სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი, რომლებიც დღეს სკოლაში აღარ ასწავლიან და ასევე მოქმედი მასწავლებლებისადმი.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ, კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორს რუსუდან თაბაგარს მადლობა გადაუხადეს.
„საათნახევარი თითქოს ერთ ამოსუნთქვაში გავიდა, – აღნიშნა მარინე ვეფხვაძემ, – გვინდოდა, კონცერტი კიდევ გაგრძელებულიყო. სცენაზე ვიხილეთ ნიჭიერი მასწავლებლები, რომლებმაც დაუვიწყარი წუთები გვაჩუქეს“.
„სიყვარული იყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი, – მიმართა ღონისძიების ორგანიზატორმა რუსუდან თაბაგარმა კინოთეატრში შეკრებილ მაყურებელს, – მადლობა მათ, ვინც ჩემი იდეა გაიზიარა, – კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, სამუსიკო სკოლის თანამშრომლებს, ყველას, ვინც გვერდში დამიდგა, რომ ეს ლამაზი საღამო შემდგარიყო“.
„უმცროსი მეგობრების, კეთილშობილი ადამიანების სიყვარული და ყურადღება სიცოცხლის ძალას მმატებს და მაძლიერებს. დიდი მადლობა ყველას. სიყვარულით სავსე დღეები მოგმადლოთ უფალმა, – აღნიშნა ღონისძიებაზე მოწვეულმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა მაყვალა ფერაძემ, – უფლისკენ მიმავალ გზაზე შემდგარი, ჩვენი სათაყვანებელი კათალიკოს-პატრიარქის სიტყვებით მოგმართავთ – „მიყვარხარ საქართველო, გიყვარდეთ ერთმანეთი“.
სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ღონისძიების წამყვანმა იზა ვეფხვაძემ შეაჯამა: „დღევანდელი დღე დაუვიწყარ და ლამაზ მოგონებებს დატოვებს ჩვენს გულებში“.
ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული – 2026“-ის ფარგლებში
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა სასამართლო
2026 წლის 13 აპრილს „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო გამოეთიშა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ […]
იმის გამო, რომ ხევის საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნას 2025-2026 სასწავლო წლის
მეცხრე წელია, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის