

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლიზი კურტანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ეს კონკურსი ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავს მიეძღვნა.
კონკურსი, რომელშიც 400-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, მიზნად ისახავდა 12-18 წლის ასაკის მოსწავლეების ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, მათთვის ივანე ჯავახიშვილის იდეებისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტრადიციების გაცნობას, ასევე ახალგაზრდებში ცოდნის, განათლებისა და აკადემიური სივრცის მნიშვნელობის წარმოჩენას.
კონკურსის მონაწილეებმა ვიდეოს, ციფრული ნამუშევრის, კომიქსისა და ესსეს საშუალებით გადმოსცეს საკუთარი ხედვა ივანე ჯავახიშვილის შესახებ.
ლიზი კურტანიძემ გაიმარჯვა ნომინაციაში – ვიდეო-ესე – „ამბავი ჯავახიშვილზე 60 წამში“;
კომიქსის ნომინაციაში – „მე, ივანე ჯავახიშვილი“ – ქუთაისის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია აფრიდონიძემ გაიმარჯვა;
ესსეს ნომინაციაში – „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“ – თბილისის #108 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი უსენაშვილმა გაიმარჯვა.
გამარჯვებულები სერტიფიკატებით, თსუ-ს გამომცემლობის წიგნებით, პლანშეტებითა და ჭკვიანი საათებით დაჯილდოვდნენ.
ვულოცავთ ლიზი კურტანიძეს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ვამაყობთ, რომ ლიზი კურტანიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტია.
ფოტოზე: ლიზი კურტანიძე უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან და განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად
ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული – 2026“-ის ფარგლებში
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა სასამართლო
2026 წლის 13 აპრილს „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო გამოეთიშა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ […]
იმის გამო, რომ ხევის საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნას 2025-2026 სასწავლო წლის
მეცხრე წელია, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის