

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს დღეისთვის დაგეგმილი სხდომა ხვალისთვის გადაიდო.
საკრებულოს აპარატის უფროს ლენა კალანდაძის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე პოლონეთში ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ დღეს შეუდგა მუშაობას. აპარატის უფროსის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს სჭირდებოდა დრო ბიუროს სხდომაზე განსახილველი საკითხების გასაცნობად.
ბიუროს სხდომაზე ხვალ დეპუტატები განიხილავენ გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
მოისმენენ ფრაქცია ,,ქართული ოცნება მრეწველების“ თავმჯდომარის მოხსენებას გაწეული მუშაობის შესახებ;
იმსჯელებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე;
განიხილავენ 2015 წლის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში ცვლილებებს.
ხვალ ბიუროს წევრებს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე წარუდგენს ინფორმაციას სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ